სოზარ სუბარი რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერის მრჩევლად დაინიშნა
სოზარ სუბარი რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერის მრჩევლად დაინიშნა
10:12 17.07.2018
დევნილთა ყოფილი მინისტრი, სოზარ სუბარი რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა.
სუბარი საქმიანობას დღეიდან ოფიციალურად შეუდგა.
დღესვე ყოფილი მინისტრი გაერთიანებული სამინისტროების ახალ მინსიტრს, დავით სერგეენკოს საქმიანობას გადააბარებს.
„დავით სერგეენკოს უნდა გადავაბარო სამინისტრო, რადგან ბევრი ისეთი რამეა, რაც მან უნდა იცოდეს. ახალ საქმიანობას დღეს უკვე შევუდექი“- განაცხადა სუბარმა.


ბეჭდვა