ოპოზიციური პარტიები დღეს საერთო საპრეზიდენტო კანდიდატს წარადგენენ
ოპოზიციური პარტიები დღეს საერთო საპრეზიდენტო კანდიდატს წარადგენენ
09:37 17.07.2018
ათი ოპოზიციური პარტია დღეს საერთო საპრეზიდენტო კანდიდატს წარადგენს.

არსებული ინფორმაციით, კანდიდატი, სავარაუდოდ, არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ ეკუთვის.
პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები აქტიურ და პოზიტიურ საარჩევნო კამპანიას იწყებენ.
„ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ჩვენგანის კონსოლიდაცია იმისთვის, რომ საქართველომ დაიწყოს განვითარების სრულიად ახალი გზა, ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს. რაც შეეხება ჩვენს სამომავლო გზებს, დღეს ვაფუძნებთ სამოქალაქო მოძრაობას „ძალა ერთობაშია“. ხვალ წარვადგენთ საპრეზიდენტო კანდიდატს. ვიწყებთ ძალიან მკაფიო, აქტიურ, პოზიტიურ საარჩევნო კამპანიას, რათა საქართველო იყოს წარმატებული ქვეყანა, იყოს ლიდერთა შორის“- განაცახდა ვაშაძემ.


ბეჭდვა