გიორგი კვირიკაშვილი: საჯარო აქტივობა დავასრულე
გიორგი კვირიკაშვილი: საჯარო აქტივობა დავასრულე
14:09 13.07.2018
საქართველოს ექს-პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ ჟურნალისტებთან პირველად გამოჩნდა.
კვირიკაშვილი სვეტიცხოველში იმყოფებოდა.
ექს-პრემიერის თქმით, მან საჯარო აქტივობა დაასრულა.
„რა პოლიტიკაზე მესაუბრებით, დღესასწაულზე ვარ მოსული. საჯარო აქტივობა დავასრულე“- განაცხადა კვირიკაშვილმა.

ბეჭდვა