შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის
განცხადებით, საპარლამენტო კომიტეტებში დეპუტატებს მისი უწყების იმ პოლიტიკას წარუდგენს, რომელიც ახლა ხორციელდება და მომავალშივ გაგრძელდება.
მისივე თქმით, დევნილების საკითხი მთლიანად მთავრობისთვის პრიორიტეტული იქნება.
„რა თქმა უნდა, დღეს ვისაუბრებ პოლიტიკაზე, რომელიც ხორციელდება და მომავალშიც გაგრძელდება, ასევე ამ ორი საკვანძო მიმართულებით დაგეგმილ კონკრეტულ ინიციატივებსა და პროექტებზე. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ახლახანს წარმოდგენილი სამშვიდობო ინიციატივის - „ნაბიჯები უკეთესი მომავლისაკენ“, განხორციელების ძალიან ინტენსიურ ფაზაში.
თქვენ იცით, რომ ამ ინიციატივას არა მარტო ქვეყნის შიგნით და მათ შორის, საზოგადოებების მხრიდან გამყოფი ხაზების მეორე მხარესაც აქვს ინტერესი, მოლოდინები და პოზიტიური გამოხმაურება, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.
დევნილობის საკითხი იქნება მთლიანად მთავრობისთვის ძალიან პრიორიტეტული და მომავალში აუცილებლად გაგრძელდება ეფექტურად ყველა შესაბამისი უწყების მხრიდან მათი სოციალური უზრუნველყოფა და ეკონომიკური მიმართულებით დახმარება“- განაცხადა ციხელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს საპარლამენტო კომიტეტებში მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებზე იმსჯელებენ.
