საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველო ნატო-ს წევრი
აუცილებლად გახდება, თუმცა ამ პროცესის ვადებთან დაკავშირებით ალიანსის წევრი ქვეყნები ვერ თანხმდებიან.
მისივე თქმით, ნატო-ს წევრ ქვეყნებს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ.
„უდავოა, რომ ნატო-ს პარტნიორი ქვეყნები, ყველა ერთხმად აღიარებს, რომ საქართველო აუცილებლად გაწევრიანდება ნატო-ში. ეს იყო ჯერ კიდევ 10 წლის წინ ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც კიდევ ერთხელ დადასტურდა დღეს, ითქცა, რომ საქარტველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. ჩვენ გვქონდა ინტენსიური დისკუსია იმ ფორმატში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ნატოს წევრი ქვეყნების სახელმწიფოს მეთაურებმა. ძალიან პოზიტიურად იყო შეფასებული პროგრესი, რომელიც ქვეყანას გააჩნია ნატოში ინტეგრაციის გზაზე, მაგრამ ფაქტია, რომ წევრების გარკვეული რაოდენობა ვერ თანხმდება ვადებთან დაკავშირებით, თუ როდის უნდა მოხდეს ეს. მაგრამ ფაქტი, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, ამაზე არის სრული კონსენსუსი.
გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ წევრი ქვეყნების მხრიდან იმ ვადამდე, როდესაც საქართველო შეუერთდება ალიანსს, ისინი ზრუნავენ, რომ გაძლიერდეს თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულება და ამაში მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ.
საქართველო ყოველდღიურად აძლიერებს საკუთარ თავდაცვასა და უსაფრთხოებას. ამაში ჩვენს პარტნიორებს შეაქვთ საკუთარი წვლილი. ამ პროცესით ერთგვარად მწიფდება დრო, როდესაც საქართველო გახდება ნატოს წევრი. ანუ ჩვენი პარტნიორები ჩვენ გვეხმარებიან ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში და ამით პროცესი მიდის წინ, რომ როდესაც ეს დრო დადგება საქართველო იყოს სრულად მზად“- განაცხადა ზალკალიანმა.
