პარლამენტარი რამაზ ნიკოლაიშვილი სამუშაო ვიზიტით გერმანიას ეწვია
პარლამენტარი რამაზ ნიკოლაიშვილი სამუშაო ვიზიტით გერმანიას ეწვია
16:41 11.07.2018
საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამეტო ასამბლეაში (PABSEC) და PABSEC-ის სამართლებრივ და პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ნიკოლაიშვილი, PABSEC-ის გენერალურ მდივან ასაფ ჰაჯიევთან და საქართველოს დელეგაციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ბერლინში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 27-ე სესიას დაესწრო.



ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე PABSEC-ს მიენიჭა აღნიშნულ ასამბლეაში სადამკვირვებლო სტატუსი. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან და ხელმძღვანელ პირებთან, მათ შორის გერმანიის პრეზიდენტთან ბატონ ფრანკ-ვოლტერ შტაინმაიერთან. ბატონი რამაზ ნიკოლაიშვილი ასევე დაესწრო ასამბლეის სესიაზე აბრეშუმის გზის პროექტის განხილვას.






ბეჭდვა