ჭუბერში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო, გაწმენდით სამუშაოებსა და ჰუმანიტარული ტვირთის
დარიგების პროცესში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებსა და მოხალისეებს იმერეთიდან შეუერთდნენ.
ახალგაზრდებმა მდინარე ნენსკრას მარცხენა სანაპიროზე მდებარე საცხოვრებელი სახლები და ეზოები, ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გაადადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრთან სოზარ სუბართან და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ლევან შონიასთან ერთად დაასუფთავეს.
