მთვარობის ადმინისტრაციის უფროსად შესაძლოა კახა კახიშვილი დაინიშნოს
მთვარობის ადმინისტრაციის უფროსად შესაძლოა კახა კახიშვილი დაინიშნოს
17:13 10.07.2018
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოსტზე შალვა თადუმაძეს, სავარაუდოდ, კახა კახიშვილი ჩაანაცვლებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.
აღნიშნულის შესახებ შესაძლოა ცნობილი ხვალ, 11 ივლის მინისტრის ახალი კაბინეტის წარდგენასთან ერთად გახდეს.
შეგახსენებთ, რომ კახიშვილის უწყება - სასჯელაღსრულების სამინისტრო იუსტიციის სამინისტროს უერთდება და ჯერ-ჯერობით უცნობია თუ ვინ დაიკავებს გაერთიანებული უწყების ხელმძღვანელის პოსტს.

ბეჭდვა