თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში
მოვლენილ ახალ ექსპერტებს უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ლელა ჩიქოვანმა ამერიკელ და თურქ მრჩევლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
ამერიკელი ექსპერტი, ჟაკ პატონი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ლოგისტიკის ინიციატივის მიმართულებით იმუშავებს. თურქი ექსპერტი, კაპიტანი მუზაფერ ბულდანი ქართულ მხარეს სამხედრო პოლიციის განვითარების კუთხით გაუწევს კონსულტაციებს.
ღონისძიებას SNGP-ის ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლები, საერთაშორისო მრჩევლები, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის წარმომადგენლები დაესწრნენ.
