ბერლინში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე საქართველოს პარლამენტის
დელეგაციის ხელმძღვანელი სოფიო ქაცარავა,რომელიც ეკონომიკის, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და გარემოს დაცვის კომიტეტის მომხსენებელი იყო, დღეს დემოკრატიული ჯგუფის ვიცეპრეზიდენტად და პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.
„მოხარული ვარ და დიდი პატივია ჩემთვის, რომ ჩვენი პარტნიორების ასეთ ნდობას ვიმსახურებ. ასამბლეის პირველი კომიტეტი ისეთმნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესებსა და გამოწვევებს წარმოადგენს და შესაბამისად მაქსიმალურად გამოვიყენებამ ფორმატს საქართველოს საგარეო პოლიტიკის იმპლემენტაციისა და პრაქტიკული ნაბიჯებისთვის",-განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
