სოფიო ქაცარავა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს
სოფიო ქაცარავა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის  კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს
15:36 10.07.2018
ბერლინში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი სოფიო ქაცარავა, რომელიც ეკონომიკის, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და გარემოს დაცვის კომიტეტის მომხსენებელი იყო, დღეს დემოკრატიული ჯგუფის ვიცე პრეზიდენტად და პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.

"მოხარული ვარ და დიდი პატივია ჩემთვის, რომ ჩვენი პარტნიორების ასეთ ნდობას ვიმსახურებ. ასამბლეის პირველი კომიტეტი ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესებსა და გამოწვევებს წარმოადგენს და შესაბამისად მაქსიმალურად გამოვიყენებ ამ ფორმატს საქართველოს საგარეო პოლიტიკის იმპლემენტაციისა და პრაქტიკული ნაბიჯებისთვის",-განაცხადა სოფიო ქაცარავამ.


ბეჭდვა