არჩილ თალაკვაძე: გარკვეული ინფორმაცია არასწრულწლოვნებისგან კომისიის მუშაობის ფარგლებში დამატებით მივიღეთ
არჩილ თალაკვაძე: გარკვეული ინფორმაცია არასწრულწლოვნებისგან კომისიის მუშაობის ფარგლებში დამატებით მივიღეთ
11:39 10.07.2018
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ხორავას ქუჩის საქმის“ გამოძების გარკვეულიდ დეტალები კომისიის ფარგლებშიც დადასტურდა, თუმცა მისივე თქმით, დეპუტატები დამტებით ინფორმაციასაც იღებენ.
ამის შესახებ თალაკვაძემ საგამოძიებო კომისიაში 51-ე სკოლის მოსწავლეების გამოკითხვის შესახებ, საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
„დღეს ფსიქოლოგების საშუალებით გამოვკითხავთ არასრულწლოვნებს და მივიღებთ კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას მომხდარის შესახებ. ბევრი გარემოება და ის შედეგები, რომელიც გამოძიებას ქონდა, ამ კომისიის ფარგლებშიც დასტურდება, თუმცა არის ინფორმაცია, რომელიც კომისიის საქმიანობის ფარგლებში დამატებით მივიღეთ“- განაცხადა თალაკვაძემ

ბეჭდვა