აკაკი ზოიძე და კახა კუჭავა დიდ ბრიტანეთში, კონფერენციაში - „კანონმდებლობის აღსრულების ზედამხედველობა“ მიიღებენ მონაწილეობას
აკაკი ზოიძე და კახა კუჭავა დიდ ბრიტანეთში, კონფერენციაში - „კანონმდებლობის აღსრულების ზედამხედველობა“ მიიღებენ მონაწილეობას
15:14 09.07.2018
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა დიდ ბრიტანეთში, კონფერენციაში “კანონმდებლობის აღსრულების ზედამხედველობა“ მიიღებენ მონაწილეობას.



კახა კუჭავა კონფერენციის პანელური დისკუსიის - „პარლამენტის როლის გაძლიერება კანონმდებლობის აღსრულებაზე ზედამხედველობის მიმართულებით“ ფარგლებში, საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრებს.



ვიზიტის ფარგლებში, ასევე, აკაკი ზოიძე და კახა კუჭავა შეხვედრებს დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატაში გამართავენ.

საერთაშორისო კონფერენცია ვესტმინსტერის ფონდის მიერ არის ორგანიზებული.







ბეჭდვა