საქართველოს ელჩი უნგრეთის ღირსების ორდენით დაჯილდოვდა
საქართველოს ელჩი უნგრეთის ღირსების ორდენით დაჯილდოვდა
17:48 06.07.2018
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა კანდელაკი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის პიტერ სიიარტოს წარდგინებითა და უნგრეთის პრეზიდენტის იანოშ ადერის განკარგულებით, ქართულ-უნგრული ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის კომანდორის ჯვრით - უნგრეთის ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.



საქართველოს ელჩს ღირსების ორდენი გადასცა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჟოლტ ჩუტორამ.



საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ უნგრეთის საგარეო უწყების და საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები.




ბეჭდვა