საქართველოს ელჩი სამუშაო ვიზიტით ხორვატიას ეწვია
საქართველოს ელჩი სამუშაო ვიზიტით ხორვატიას ეწვია
15:32 05.07.2018
ვიზიტის ფარგლებში, ზაზა კანდელაკი შეხვდა ხორვატიის რესპუბლიკის პარლამენტის გარემოსა და ბუნების კონსერვაციის კომიტეტის თავმჯდომარეს მიჰაელ ზმაილოვიჩს და იასტრებარსკოს მერს ზვონიმირ ნოვოსელს.



შეხვედრის ფარგლებში, განხილული იქნა ხორვატიაში ქართული ღვინის პოპულარიზაციის კუთხით თანამშრომლობის განვითარებისა და ამ მიმართულებით სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზების შესაძლებლობის საკითხები.


საქართველოს ელჩმა ასევე მოინახულა ქ. იასტრებარკოში მომქედი ტომაჩის საოჯახო მარანი და ივანიჩიჩების საოჯახო კომპანია, რომლებიც ეწევიან ქართული ქვევრის იმპორტს ხორვატიაში.


ბეჭდვა