პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მომავალ კვირას ჩატარდება
პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მომავალ კვირას ჩატარდება
19:09 19.07.2012
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ საჭირო საბიუჯეტო ცვლილებების განსახორციელებლად, პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე სავარაუდოდ, მომავალ კვირას შეიკრიბება.  
ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დღეს განაცხადა.
რიგგარეშე სხდომის მოწვევის აუცილებლობის შესახებ დღეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა კახეთში მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
მისი თქმით, სხდომაზე მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებები უნდა დამტკიცდეს, რომელშიც სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად მოსახლეობისთვის კომპენსაციის დარიგების საკითხი იქნება გათვალისწინებული.
წუხანდელმა სტიქიამ კახეთის, სამცხე–ჯავახეთისა და მცხეთა–მთიანეთის სოფლები დააზარალა.

ბეჭდვა