საქართველოს პარლამენტის აპარტსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს პარლამენტის აპარტსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
13:34 05.07.2018
პარლამენტის აპარატის უფროსმა გივი მიქანაძემ და სსიპ - ადვოკატთა ასოციაციის ადმინისტრაციის უფროსმა სალომე ტყეშელაშვილმა საგანმანათლებლო კუთხით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.



მემორანდუმის მიზანია ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების, რესურსების გაზიარებისა და მაღალი კომპეტენციის მქონე კადრების მომზადების ხელშეწყობის გზით, საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტიურ საკითხებზე თანამშრომლობა. ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში მხარეები ერთობლივ სამუშაო შეხვედრების, სემინარების და კონფერენციების ორგანიზებაზე თანხმდებიან.



აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში, ანალოგიური შინაარსის თანამშრომლობის მემორანდუმი, პარლამენტის აპარატმა ათზე მეტ სახელმწიფო და სასწავლო დაწესებულებასთან გააფორმა, რომლის ფარგლებში, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის სხვადასხვა თემებზე ტრენინგები ჩატარდა.



ბეჭდვა