პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს მთავრობაში განსახორცილებელ სტრუქტურულ ცვლილებებს
მეორე მოსმენით განიხილავენ.
მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ნათია მიქელაძის განცხადებით, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სახელწოდებას მეცნიერება ჩაემატება.
„ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა, სესიაზეც იყო დასათაურებასთან დაკავშირებით საკითხი გამოთქმული, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტოს სათაურშივე მეცნიერება დამატებოდა. მთავრობის პოზიცია არის, რომ დავეთანხმოთ ამ შემოთავაზებას და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დასათაურებით იქნება წარმოდგენილი ახალი სამინისტროს სახელი. ასევე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ნაცვლად იქნება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო“ - აცხადებს ნათია მიქელაძე.
შეგახსენებთ, რომ მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების შედედაგ აღმასრულებელ ხელისუფლებაში 10 სამინისტრო და სახელმწიფო მინისტრის ერთი აპარატი იქნება.
