არჩილ თალაკვაძე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლებს შეხვდა
არჩილ თალაკვაძე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლებს შეხვდა
16:52 04.07.2018
უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის კომისიის ,,პარტნიორობა დემოკრატიისთვის’’ დელეგაციას შეხვდა.

არჩილ თალაკვაძემ დელეგაციასთან აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობები, საკონსტიტუციო რეფორმა და უსაფრთხოების სფეროზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელების საკითხები განიხილა.



აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის კომისიის დელეგაციის ვიზიტის მიზანი უსაფრთხოების სფეროს საპარლამენტო კონტროლთან დაკავშირებით, საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსთვის კონსულტაციებისა და რეკომენდაციების გაწევაა.



დელეგაციის შემადგენლობაში აშშ-ის კონგრესის ეთიკის ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს, აშშ-ის ადმინისტრაციის, თავდაცვის დეპარტამენტისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან.






ბეჭდვა