ილია წულაია: გენგეგმის მიღება დროული და უაღრესად საჭიროა
ილია წულაია: გენგეგმის მიღება დროული და უაღრესად საჭიროა
14:57 04.07.2018
პარლამენტარის, ილია წულაიას განცხადებით, გენგეგმის მიღება არა მარტო ისტორიული ფაქტია დედაქალაქისთვის, არამედ დროული და უაღრესად საჭიროც.
ამის შესახებ წულაიამ თბილისის გენგეგმაზე მუშაობის დასრულების შესახებ საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

„დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა მიწათმოწყობის გენერალური გეგმის მიღების შესახებ. თავისთავად, ეს არა მარტო ისტორიული ფაქტია ჩვენი დედაქალაქისთვის, არამედ დროული და უაღრესად საჭიროც. ჩატარდა დიდი სამუშაო, რომ არსებულ მდგომარეობას მაქსიმალურად მორგებოდა ეს დოკუმენტი, რათა ყოფილიყო რეალური ბაზა იმისთვის, რომ ეტაპობრივად, ჯერ გამოვიდეს ქალაქი ამ ურბანული განაშენიანების ჩიხიდან და მერე განვითარდეს სწორად და უსაფრთხოდ. მოსახლეობის მოლოდინები დიდი იყო გენგეგმასთან დაკავშირებით, და იმედი მაქვს, ეს მოლოდინები ჰპოვებს ასახვას დედაქალაქის შემდგომ განვითარებაში. რასაც წლებია ვაფუჭებდით, იმას ორჯერ მეტი წელი დასჭირდება რომ გამოსწორდეს, ახლა საკითხი დგას ასე - უნდა გადავარჩინოთ თბილისი. და როგორც მერმა განაცხადა, ეს არის საბაზო მასალა ამის გასახორციელებლად“- განაცხადა წულაიამ.





ბეჭდვა