„საქართველოს გზა“ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის არჩევნებში მონაწილეობის წესების გამარტივებას ითხოვს
„საქართველოს გზა“ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის არჩევნებში მონაწილეობის წესების გამარტივებას ითხოვს
17:29 19.07.2012
პარტია „სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზა“ საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის არჩევნებში მონაწილეობის წესები გაამარტივოს.
აღნიშულის შესახებ განაცხადება პარტიის საერთაშორისო მდივანმა თეიმურაზ მურვანიძემ გააკეთა.
მისი განმატრებით, საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის 2012 წლის 11 ივლისის #158 ბრძანებულების თანახმად, საქართველოს მოქალაქეების საკონსულო აღრიცხვის წესი იცვლება.
„ყველა მოქალაქეს აღრიცხვაზე დასადგომად ესაჭიროება ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან, რაც ჩვენი შეფასებით, ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს - არალეგალურად მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა დეპორტაციის შიშით არჩევნებში მონაწილეობის მიღება ვერ შეძლონ“ - აღნიშნავს მურვანიძე.
მისი შეფასებით, საკონსულო აღრიცხვის წესის შეცვლის მიზანია ხელისუფლებამ „თამაშგარე მდგომარეობაში“ დატოვოს ქართული ემიგრაცია და მათ მინიჭებული არჩევანის უფლება ჩამოართვან.

ბეჭდვა