პარლამენტის სხდომა პოლიტიკური დებატების ამოწურვამდე გრძელდება
პარლამენტის სხდომა პოლიტიკური დებატების ამოწურვამდე გრძელდება
16:36 28.02.2012
პარლამენტის პლენარული სხდომა პოლიტიკური დებატების ამოწურვამდე გაგრძელდება.  აღნიშნული გადაწყვეტილება დეპუტატებმა რამდენიმე წუთის წინ მიიღეს.
პარლამენტში დღეს პოლიტიკური დებატები პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ დაიწყება. პრეზიდენტი კი, საკანონმდებლო ორგანოს 20.00 საათზე ესტუმრება.
მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა სავარაუდოდ, ერთ საათს გაგრძელდება, რის შემდეგაც შესვენება გამოცხადდება და პოლიტიკური დებატები დაიწყება. დეპუტატების გამოსვლის შემდეგ შემაჯამებელი სიტყვით ისევ პრეზიდენტი გამოვა.

ბეჭდვა