საპარლამენტო კომიტეტებში დღეიდან სამთავრობო ცვლილებების საკანონმდებლო პაკეტს განიხილავენ
საპარლამენტო კომიტეტებში დღეიდან სამთავრობო ცვლილებების საკანონმდებლო პაკეტს განიხილავენ
10:58 03.07.2018
საპარლამენტო კომიტეტებში დღეიდან მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების შესახებ საკანონმდებლო პაკეტის განხილვა დაიწყება.
დღეს მსჯელობა განათლების, კულტურისა და სპორტის კომიტეტში იქნება.
„დაფინანსება არ იცვლება, რაც არის დამტკიცებული ბიუჯეტი, იმის მიხედვითაა ამ ეტაპზე წარმოდგენილი ეს გაერთიანებები.
პრიორიტეტებს რაც შეეხება, ყველა სფერო და დარგი არის პრიორიტეტული მთავრობისთვის.
რაც შეეხება განათლების სამინისტროსთან მიერთებას კულტურისა და სპორტის სამინისტროსი, მერე უკვე შიგნით გაერთიანებული სამინისტროს ფარგლებში ყველა ფუნქცია იქნება ისე გადანაწილებული პრიორიტეტი გაერთიანებულ სამინისტროში იქნება ყველა დარგი და სფერო, რაც მათ ფუნქციებში შევა“- აცხადებს საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე.
შეგახსენებთ, რომ მცირე მთავრობის კონცეფციის მიხედვით აღმასრულებელ ხელისუფლებაში 10 სამინისტრო და სახელმწიფო მინისტრის 1 აპარატი იქნება.


ბეჭდვა