ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხზე მოსმენას ჩაატარებს
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხზე მოსმენას ჩაატარებს
17:43 02.07.2018
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის მიზნით, შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობს.

„ჩვენი კომიტეტი ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის მიზნით, შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობს“ - განაცხადა სოფო კილაძემ.
მისივე შეფასებით, მიუხედავად უკანასკნელ წლებში არაერთი წინგადადგმული ნაბიჯისა, უფლებების კუთხით ერთი-ერთ გამოწვევად დღემდე ფემიციდი რჩება, ისევე, როგორც ქალთა მიმართ განხორციელებული სხვადასხვა ტიპის ძალადობა.

„აღნიშნულ საკითხებზე სასაუბროდ, პრობლემების იდენტიფიცირების მიზნით, ჩვენ ხვალ ვგეგმავთ საკომიტეტო მოსმენას, სადაც ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ვიმსჯელებთ გენდერული თანასწორობის საბჭოს, სახელმწიფო უწყებების, სახალხო დამცველის ოფისის, საერთაშორისო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად. ვფიქრობ, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების აზრის გაზიარება და ფართო ჩართულობა დაგვეხმარება რეფორმის წარმატებით განხორციელებაში. სწორედ ამიტომ, საკითხით დაინტერესებულ თითოეულ პირს, ხვალ ვთავაზობთ საპარლამენტო ტრიბუნას ამ პრობლემებზე სასაუბროდ. ყველას ინტერესშია, შეიქმნას საჭიროების გათვალისწინებით, პრობლემების აღმოფხვრაზე ორიენტირებული საკანონმდებლო ბაზა, რომელიც უზრუნველყოფს თითოეულ ქალს გარანტირებული უფლებებით“- აღნიშნა სოფო კილაძემ.

ბეჭდვა