კახა კახიშვილი: შეიძლება ისე შეიტანონ შენ კანდიდატურაზე განაცხადი, არც იცოდე, ამიტომ დაველოდოთ საკონსკურსო კომისიის შედეგებს
კახა კახიშვილი: შეიძლება ისე შეიტანონ შენ კანდიდატურაზე განაცხადი, არც იცოდე, ამიტომ დაველოდოთ საკონსკურსო კომისიის შედეგებს
17:08 02.07.2018
სასჯელაღსრულების მინისტრის, კახა კახიშვილის განცხადებით, არ ფლობს ინფორმაციას, თუ ვინ განიხილებიან მთავარი პროკურორის კანდიდატებად.
ამის შესახებ კახიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„პროკურორის კანდიდატურასთან დაკავშირებით ჩვენ ვნახავთ საკონსკურსო კომისიის შედეგებს. როგორც ვიცი, 4 ივლისამდე აქვს ვადა. მე არ ვიცი კონკრეტულად ვისზე რა განაცხადია შესული. მითუმეტეს, დღეს ისე შეიძლება ადამიანმა შენზე განაცხადი შეიტანოს, რომ არც იცოდე, იმიტომ რომ კანომდებლობა არ ითვალისწინებს თანხმობას კანდიდატისას“- განაცხადა კახიშვილმა.


ბეჭდვა