ლაშა ნაცვლიშვილი „რესპუბლიკელებთან“ დაპირისპირებას არ ადასტურებს
ლაშა ნაცვლიშვილი „რესპუბლიკელებთან“ დაპირისპირებას არ ადასტურებს
15:51 19.07.2012
უშიშროების მინისტრის ყოფილი მოადგილე, „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრი ლაშა ნაცვლიშვილი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას ყოფილ თანაპარტიელებთან რაიმე დაპირისპირების შესახებ.
როგორც მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, „რესპუბლიკური პარტიიდან“ მისი წასვლა კონფლიქტსა და უთანხმოებას არ უკავშირდება.
„იმ პერიოდში ჩავთვალე, რომ საკუთარი თავი პოლიტიკაში ამოვწურე“- განაცხადა ნაცვლშვილმა.
ამჟამად, იგი არცერთი პოლიტიკური ორგანიზაციის წევრი არ არის, თუმცა, ღიად აცხადებს, რომ მისი პოლიტიკური სიმპათიები „ქართულ ოცნებას“ უკავშირდება.
„მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, რომ არჩევნებზე ხმას მივცემ ცვლილებებს, რათა „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას ჩამოშორდეს და ქვეყნის სათავეში ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი მოვიდეს“ - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
რაც შეეხება მის გაწევრიანებას „ქართულ ოცნებაში“, როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, შეთავაზება კოალიციაში შემავალი არცერთი პარტიიდან არ ჰქონია, შესაბამისად, უახლოეს მომავალში, ასეთი რამ არ იგეგმება.
ამასთან, ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ აქტიური საზოგადოებრივი პოზიციისა და რიგ საკითხებზე პროტესტის გამოხატვისთვის, რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაციის წევრობა აუცილებელი არ არის.

ბეჭდვა