საქართველოს ელჩს ლატვიის რესპუბლიკის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო გადაეცა
საქართველოს ელჩს ლატვიის რესპუბლიკის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო გადაეცა
18:34 29.06.2018
საქართველოსა და ლატვიას შორის ურთიერთობებისა და ხალხთაშორისი კონტაქტების გაღრმავებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისთვის, ლატვიის პრეზიდენტმა რაიმონდს ვეიონისისმა ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ ჯანჯალია ლატვიის რესპუბლიკის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი „სამი ვარსკვლავის ორდენით“ დააჯილდოვა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, დაჯილდოების შემდეგ, ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტსა და საქართველოს ელჩს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა, რომელზეც განხილულ იქნა საქართველოსა და ლატვიას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები.

სამინისტროს ცნობითვე, რაიმონდს ვეიონისისმა მადლობა გადაუხადა ელჩს ლატვიაში გაწეული ხუთწლიანი საქმიანობისთვის და მას წარმატებები უსურვა. თეიმურაზ ჯანჯალიამ, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს მჭიდრო თანამშრომლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.
ბეჭდვა