ვარშავის უნივერსიტეტში პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა
ვარშავის უნივერსიტეტში პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა
18:33 29.06.2018
საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ვარშავის უნივერსიტეტში, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა.
ექსპოზიცია აღმოსავლეთ ევროპის კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით პოლონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ილია დარჩიაშვილმა და ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა იან მალიცკიმ მიმართეს.
საქართველოს ელჩმა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნების ისტორიაზე, მისი არსებობის ხანმოკლე პერიოდში განხორციელებულ მიღწევებზე, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესსა და მის ევროპულ არჩევანზე ისაუბრა.
ბეჭდვა