„ახალმა მემარჯვენეებმა“ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის სიის პირველი ნომერი და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს
„ახალმა მემარჯვენეებმა“ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის სიის პირველი ნომერი და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს
14:30 19.07.2012
პარტია "ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარემ დავით გამყრელიძემ ბათუმში აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის  "ახალი მემარჯვენეების" პარტიული სიის პირველი ნომერი წარადგინა.
როგორც „ნიუსპრესს“ ახალი მემარჯვეებიდან“ აცნობეს, პარტიულ სიას სათავეში პაატა მგელაძე ჩაუდგება, რომელიც პარტიის აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეა.
ამავე დროს, პაატა მგელაძე იქნება ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში.
გამყრელიძის განცხადებით, შემოდგომაზე დანიშნული აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები "ახალი მემარჯვენეებისთვის" ისეთივე მნიშვნელობისაა, როგორც საქართველოს პარლამენტის არჩევნები.
"ჩვენ გასული წლის შემოდგომიდანვე დავიწყეთ აჭარის რეგიონული და რაიონული სტრუქტურების გაძლიერება და დღეს პრაქტიკულად სრული მზადყოფნა გვაქვს გამოცხადებული როგორც საქართველოს პარლამენტის, ისე აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობისათვის“ - განაცხადა გამყრელიძემ.
დღესვე, გამყრელიძემ აჭარის რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა. ბათუმში – ჯუმბერ მიქელაძე, ქობულეთში - ხათუნა კახაძე, ხულოში – დავით თავართქილაძე, შუახევში - იოსებ დავითიძე, ქედაში - გელა გორგილაძე, ხელვაჩაურში - თემურ ქიძინიძე.

ბეჭდვა