ფინანსთა მინისტრის, ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, ბიუროკრატიის შემცირება დინამიური პროცესია და
მექანიკურად არ უნდა მოხდეს.
მისივე თქმით, მცირე მთავრობის კონცეფცია არა მხოლოდ შემცირებას ითვალისწინება, მთავრობის ეფექტურობას.
ამის შესახებ გაგუამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ხარჯის შემცირება, ან თუნდაც შენარჩუნება, იმ ეტაპზე რაზეც ვართ, ანუ მაშინ როდესაც ეკონომიკა იზრდება, ესეც ეკონომიკაში ბიუროკრატიის შემცირებას ნიშნავს. შემცირება ესაა დინამიური, აქტიური პროცესი. არ უნდა მოხდეს მექანიკურად. ესაა სწორედ ოპტიმიზაციის მიზანი. მცირე მთავრობის კონცეფცია არა მხოლოდ შემცირებას ითვალისწინება, მთავრობა უნდა იყოს ეფექტური“- განაცხადა გაგუამ.
