საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აღმოსავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისა და ბიუჯეტში მოსახლეობისთვის
საკომპენსაციო თანხების გასათვალისწინებლად, პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც დღეს კახეთში საგანგებოდ გამართულ მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტმა განაცხადა, მოსახლეობამ სტიქიის შედეგად დაკარგა ის ერთადერთი შემოსავლის წყარო, რასაც მათთვის მოსავალი წარმოადგენს.
„რაც არ უნდა გვიჭირდეს, უნდა განვიხილოთ მოსახლეობის კომპენსაციების საკითხი. პარლამენტის რიგგარეშე სხდომა უნდა მოვიწვიოთ, რომ ბიუჯეტში ცვლილებები შევიდეს და კომპენსაცია გავცეთ“ - განაცხადა სააკაშვილმა.
კახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთში ძლიერმა წვიმამ, სეტყვამ და ქარიშხალმა ღამით რაიონული ინფრასტრუქტურა და, საცხოვრებელი სახლები დააზიანა და მოსავალი გაანადგურა.
