ირაკლი კობახიძე: ჩვენი მოლოდინია, ნატოს სამიტზე ალიანსში საქართველოს სამომავლო ინტეგრაციასთან დაკავშირებით მკაფიო გზავნილები გაისმას
ირაკლი კობახიძე: ჩვენი მოლოდინია, ნატოს სამიტზე ალიანსში საქართველოს სამომავლო ინტეგრაციასთან დაკავშირებით მკაფიო გზავნილები გაისმას
12:31 29.06.2018
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უმრავლესობის მოლოდინია, რომ ნატოს სამიტზე დამტკიცდება კონკრეტული ინიციატივები ნატოსა და საქართველოს თანამშრობლობასთან მიმართებით.

ამის შესახებ კობახიძემ ნატოს მოახლოებული სამიტისა და მასთან დაკავშირებული მოლოდინების შესახებ საუბრისას განაცხადა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის ჩვენი მოლოდინი, რომ გაისმას ძალიან მკაფიო გზავნილები საქართველოს მხარდაჭერასთან, ალიანსში საქართველოს სამომავლო ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ასევე, დამტკიცდეს კონკრეტული ინიციატივები, რომელიც დაკავშირებულია ნატოსა და საქართველოს თანამშრომლობასთან სხვადასხვა, განსაკუთრებით, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ” - განაცხადა კობახიძემ.

ბეჭდვა