ვანო ზარდიაშვილი: ირაკლი კობახიძის ვიზიტი ვაშინგტონში ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანია
ვანო ზარდიაშვილი: ირაკლი კობახიძის ვიზიტი ვაშინგტონში ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანია
15:47 28.06.2018
პარლამენტის წევრის, ვანო ზარდიაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ქართულ-ამერიკული ურთიერთობები განსაკუთრებით განმტკიცდა.
ამ განცხადებით ზარდიაშილი პარლამენტის თავმჯდომარის აშშ-ში ვიზიტს გამოეხმაურა.

„პარლამენტის სპიკერის, ირაკლი კობახიძის ვიზიტი ვაშინგტონში არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისათვის. ჩვენი ხელისუფლების პირობებში ქართულ-ამერიკული ურთიერთობები განსაკუთრებით განმტკიცდა.



ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების უპირობო მხარდაჭერა. ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ვიზიტით, რომელმაც ძალიან მაღალი დონის შეხვედრები გამართა, მათ შორის, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერთან და იმ კონგრესმენებთან, რომლებიც განსაკუთრებით უჭერენ მხარს საქართველოს.



დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი კიდევ უფრო განამტკიცებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას, რაც დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე“- განაცხადა ზარდიაშვილმა.

ბეჭდვა