ლეიბორისტები“ ხელისუფლებისაგან გლეხებისთვის მიწების უფასოდ დარეგისტრირებას მოითხოვენ
ლეიბორისტები“ ხელისუფლებისაგან გლეხებისთვის მიწების უფასოდ დარეგისტრირებას მოითხოვენ
13:47 19.07.2012
„ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენლები ხელისუფლებას სოფლად ხმების მისაღებად მილიარდიან ყალბ დაპირებებში ადანაშაულებენ.
ამის შესახებ დღეს პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა პაატა ჯიბლაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება და „ცრუ ოპოზიცია“ სოფლის მოსახლეობას ცრუ დაპირებებს აძლევენ, რაც არჩევნების მეორე დღესვე დაავიწყებათ.
„ლეიბორისტები“ მოუწოდებენ ხელისუფლებას, ზაფხულის განმავლობაშივე, მოსახლეობას უსასყიდლოდ დაურეგისტრირონ რეფორმის შედეგად გადაცემული გაუფორმებელი მიწის ნაკვეთები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი განცხადებით, ისინი გლეხებს მოუწოდებენ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ.

ბეჭდვა