საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და
სრულუფლებიან ელჩთან, რუბენ სადოიანთან გამართა შეხვედრა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სომხეთის მხარემ დავით ზალკალიანს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოლოცვის წერილი გადასცა.
მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ საქართველოს ახალი მთავრობა კვლავ გააგრძელებს სომხეთთან პოზიტიურ ურთიერთობებსა და კეთილმეზობლურ თანამშრომლობას. რუბენ სადოიანმა წარმატება უსურვა დავით ზალკალიანს მინისტრის თანამდებობაზე საქმიანობაში და დაადასტურა სომხეთის მხარის მზადყოფნა განაგრძოს აქტიური თანამშრომლობა.
