ზაზა გაბუნია: უკვე მეორედ პარლამენტის თავმჯდომარეს აშშ-დან ჩამოაქვს ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის კიდევ უფრო გაძლიერებული მხარდაჭერა
ზაზა გაბუნია: უკვე მეორედ პარლამენტის თავმჯდომარეს აშშ-დან ჩამოაქვს ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის კიდევ უფრო გაძლიერებული მხარდაჭერა
14:36 28.06.2018
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას განცხადებით, საქართველოს მთავარი ამოცანისა და ეროვნული ინტერესისადმი შტატების ერთგულება მკაფიოდ ჩანს რეზოლუციის ტექსტში, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ და გმობს „რუსეთის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ძალადობრივ და უკანონო დაპყრობას“.
ამ განცხადებით გაბუნია პარლამენტის თავმჯდომარის აშშ-ში ვიზიტს გამოეხმაურა.
„მოხარული ვარ, რომ უკვე მეორედ პარლამენტის თავმჯდომარეს აშშ-დან ჩამოაქვს ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის კიდევ უფრო გაძლიერებული მხარდაჭერა. ამ ვიზიტის ფარგლებში, შტატების უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოდან ყოველდღიურად გვესმის საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები და რაც მთავარია ხორციელდება უმნიშვნელოვანესი ქმედებები, რაც გამოიხატება მათ შორის ორპარტიული რეზოლუციის პროექტში“- განაცხადა გაბუნიამ.


ბეჭდვა