დავით უსუფაშვილს იმედი აქვს, რომ საბურთალოზე სერიოზული კონკურენტები ეყოლება
დავით უსუფაშვილს იმედი აქვს, რომ საბურთალოზე სერიოზული კონკურენტები ეყოლება
13:44 19.07.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ საბურთალოს მაჟორიტარ კანდიდატს, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარეს  დავით უსუფაშვილს იმედი აქვს, რომ საბურთალოს ოლქში სერიოზული კონკურენტები ეყოლება.

როგორც ჟურნალისტებს უსუფაშვილმა განუცხადა, საბურთალოს საარჩევნო ოლქში ბრძოლა რთული იქნება, რისთვისაც კოალიცია მზადაა.

„დარწმუნებილი ვარ, საბურთალოს მოსახლეობა არჩევნებზე მხარს დაგვიჭერს. რაც შეეხება კონკურენტებს, ვისურვებდი, ბევრი სერიოზული კონკურენტი იყოს, რათა მოსახლეობას უკეთესი არჩევანის გაკეთების საშუალება მიეცეს. მზად ვარ სამართლიანი კონკურციისთვის“ - აღნიშნა „რესპუბლიკელების“ ლიდერმა.

უსუფაშვილის თქმით, მას წინასაარჩევო პროგრამა უკვე მზად აქვს და მოსახლეობას ბროშურების სახით ურიგდება, ხოლო ის სრულად არჩევენების თარიღის ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ გამოქვეყნდება.

კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს, თბილისისა და ქვეყნის ექვსი რაიონის მაჟორიტარი კანდიდატი დაასახელა.

ბეჭდვა