მამუკა მდინარაძე: რთულია იმის დაჯერება, რომ ეს ადამიანი ხორავას ქუჩის ინციდენტს 5 მეტრის დაშორებიდან უყურებდა, მაგრამ არაფერი ახსოვს
მამუკა მდინარაძე: რთულია იმის დაჯერება, რომ ეს ადამიანი ხორავას ქუჩის ინციდენტს 5 მეტრის დაშორებიდან უყურებდა, მაგრამ არაფერი ახსოვს
12:46 28.06.2018
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით ინციდენტის ადგილზე დაკითხული თვითმხილველი მძღოლი მომხდარის დეტალებს ვერ იხსენებს.

მისივე თქმით, რთული დასაჯერებელია, რომ პირს, რომელიც ხორავას ქუჩაზე ტრაგედიას დაახლოებით 5 მეტრის დაშორებით უყურებდა, არაფერი ახსოვს.

„საქმეში არსებობს უამრავი მოწმის ჩვენება, რომ ის ადამიანი, რომელიც ბოლოს გამოვკითხეთ იყო შემთვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით. ამ ფონზე ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ადამიანი ვერაფერს იხსნებს და არ იძლევა ჩვენებას, თუ რა მოხდა.
დასკვნებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ რთულია იმის დაჯერება, რომ შემთხვევას 5 მეტრის დაშორებიდან უყურებდე და არაფერი გახსოვდეს“- განაცხადა მდინარაძემ.

ბეჭდვა