საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში, იაპონიის პარლამენტის კაბინეტის
კომიტეტის წევრ ჰიროფუმი ნაკასონესთან და იაპონიის პარლამენტის ბავშვთა დაცვის ლიგის წევრ იასუტოში ნიშიმურასთან საქმიანი სადილი გამართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვაშაძემ იაპონელ კანონმდებლებთან შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები, საქართველოს ეკონომიკის სექტორში განხორციელებული რეფორმები და ენერგეტიკის სფეროში მიმდინარე პროექტები მიმოიხილა.
სამინისტროს ინფრომაციით, იაპონიის პარლამენტის წევრებთან საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე და რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა.
მხარეებმა ასევე, საქართველოს და იაპონიის საკანონმდელო ორგანოებს შორის ურთიერთობების გაღრმავების სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
შეხვედრაზე მხარეები იაპონიის საკანონმდებლო ორგანოში 2012 წლის მაისში საქართველო-იაპონიის საპარლამენტო მეგობრობის ლიგის ჩამოყალიბებას მიესალმნენ. შეხვედრაზე, ასევე, ყურადღება ორი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციებს შორის ვიზიტების მნიშვნელობაზე გამახვილდა.
