ზაზა გაბუნია: სამწუხაროდ, ოპოზიცია სამთავრობო გუნდზე საუბრისას ფუქსავატობის გზას ირჩევს
ზაზა გაბუნია: სამწუხაროდ, ოპოზიცია სამთავრობო გუნდზე საუბრისას ფუქსავატობის გზას ირჩევს
13:32 27.06.2018
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია იმ შეფასებებს ეხმაურება, რომელიც მამუკა ბახტაძის სამომავლო გუნდის მიმართ ოპოზიციის წევრებმა გააკეთეს.

" იმ ფონზე, როცა ჯერ ოპოზიციონერ კოლეგებს არ უნახავთ არც პროგრამა და არ გაცნობიან სამთავრობო გუნდის ახალ სახეებს, ჩემი აზრით, სრულიად არასერიოზულია მცდელობა იმისა, რომ შექმნან უნდობლობის აურა და განწყობები მომავალ სამთავრობო გუნდთან მიმართებაში.

პოლიტიკაში არსებობს სახელმწიფოებრივი მიდგომები და არსებობს ფუქსავატობა, ოპოზიციის ერთი ნაწილი სამწუხაროდ მეორე გზას ირჩევს სამთავრობო გუნდზე საუბრისას.

მე მოვუწოდებ მათ, კრიტიკა და კამათი გავხადოთ საგნობრივი. თუ ვინმეს არ მოსწონს რამე, ამას სჭირდება არგუმენტები, მაგრამ როცა კრიტიკულ პოზიციას გამოხატავ მაშინ როცა ამის მიზეზი არ გაქვს და ვერც გექნება, რადგანჯერ არც პროგრამა გინახავს და არც კანდიდატები, ეს ძალიან არასერიოზულ იმიჯს უქმნის თავად კრიტიკის ავტორებს"-აცხადებს გაბუნია.

საპარლამენტო ოპოზიციის წევრების აზრით, არ არსებობს წინაპირობა, რომ ბახტაძის მინისტრთა კაბინეტი იყოს წარმატებული.


ბეჭდვა