მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის „როუზ-როსის“ რიგით 98-ე
სემინარი მიმდინარეობს, რომელსაც პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, ირაკლი სესიაშვილი ესწრება.
აღნიშნულ ღონისძიებაში ფარგლებში მაკედონიის ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის პროცესები და ბალკანეთში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები განიხილება.
საერთაშორისო სემინარის მონაწილეები ქვეყანაში მიმდინარე გამოწვევებთან ერთად, იმ დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობას ეცნობიან, რომელიც ქვეყანის მნიშვნელოვან პროგრესის მიღწევას უზრუნველყოფს.
„მაკედონიის გაწევრიანება ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებში არის ქვეყნის პრიორიტეტი, რომელიც ხელს შეუწყობს ბალკანეთს არსებული პრობლემების მოგვარებაში“, - აღნიშნა მაკედონიის პარლამენტის თავმჯდომარემ, ტალაც ცაფერიმ სემინარის გახსნისას.
