არჩილ თალაკვაძე: საქართველოს დღეს ვაშინგტონში კიდევ უფრო მეტი მეგობარი ჰყავს
 არჩილ თალაკვაძე: საქართველოს დღეს ვაშინგტონში კიდევ უფრო მეტი მეგობარი ჰყავს
11:50 27.06.2018
„საქართველოს დღეს ჰყავს მეტი მეგობარი ვაშინგტონში“ - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ. მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრებს აშშ-ს კონგრესში გუნდი პოზიტიურად აფასებს.

“ირაკლი კობახიძე აშშ-ის კონგრესში თავდაცვის, უსაფრთხოების და თავისუფალი ვაჭრობის საკითხებზე საქართველოს ინტერესებს წარმოადგენს და მოლაპარაკებებს მართავს. ამერიკელ კოლეგებთან მოქმედი პარლამენტის თანამშრომლობა ძლიერდება, საქართველოს დღეს ჰყავს მეტი მეგობარი ვაშინგტონში. პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრებს აშშ-ს კონგრესში გუნდი პოზიტიურად აფასებს“-აცხადებს თალაკვაძე.

ბეჭდვა