სოფო კილაძე :სახალხო დამცველის ოფისის მიერ მუშაობის შეწყვეტა ყოვლად დაუშვებელია
სოფო კილაძე :სახალხო დამცველის ოფისის მიერ მუშაობის შეწყვეტა ყოვლად დაუშვებელია
09:07 27.06.2018
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტერგაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე სახალხო დამცველის მიერ მუშაობის შეწყვეტის ფაქტს ეხმაურება.

„მინდა გამოვეხმაურო სახალხო დამცველის მიერ მუშაობის შეწყვეტის ფაქტს შენობის ავარიული მდგომარეობის გამო. სახალხო დამცველი არის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი ადამიანის უფლებების მონიტორინგის კუთხით საქართველოში. ყოვლად დაუშვებელია ოფისის მუშაობის შეწყვეტა. მოვუწოდებ შესაბამის უწყებებს, დაუყოვნებლივ უზრუნველყონ სახალხო დამცველის ოფისისთვის შესაბამისი ფართის გამოყოფა, იმისთვის, რომ მან შეძლოს გააგრძელოს ადამიანის უფლებების დაცვა შესაბამისი მაღალი სტანდარტით"-აცხადებს კილაძე.


ბეჭდვა