დავით ზალკალიანმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
დავით ზალკალიანმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
08:46 27.06.2018
საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ხელმძღვანელთან, ბილიანა მილოშევიჩთან. შეხვედრას ასევე დაესწრო დელეგაციის მომავალი ხელმძღვანელი სევერინ შაპაზი.

მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ICRC-ის საქმიანობის მნიშვნელობასა და კომიტეტის ჩართულობით, ქვეყანაში მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრეს.

განსაკუთრებით აღინიშნა საკოორდინაციო მექანიზმების ეფექტიანი მუშაობა უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიებისა და იდენტიფიკაციის თვალსაზრისით.

დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ბილიანა მილოშევიჩს საქართველოში საქმიანობისთვის და დაადასტურა ქართული მხარის მზადყოფნა განაგრძოს აქტიური თანამშრომლობა მის შემცვლელთან.

ბეჭდვა