საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია საუდის არაბეთის
დელეგაციის წევრებს შეხვდა.
შეხვედრას „შიფთ გლობალ კომპანის“ (Shift Global company) თავმჯდომარე მუჰამად არიფი, ამავე კომპანიის წარმომადგენლები ზელიმკჰან დადაევი და ალექსანდერ ბონდარენკო ესწრებოდნენ.
მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ასევე, საქართველოს აგრარული სექტორის პოტენციალზე და ორ ქვეყანას შორის ამ კუთხით მომავალი თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.
კომპანიის, რომელიც იაპონიის ბაზარზეც ოპერირებს, ძირითად ინტერესს აგრარული სფერო წარმოადგენს.
კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, კომპანიის წარმომადგენლები ამ მიმართულებით აბაშისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელებით არიან დაინტერესებული.
ოთარ დანელიას განცხადებით, საუდის არაბეთის გაერთიანებული სამეფოს ერთ-ერთ უმსხვილეს ბაზარზე ქართული აგრარული პროდუქციის გატანა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის განვითარებას შეუწყოს ხელს.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობას და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას შეეხო.
