ზაზა გაბუნია: პრემიერმა საპარლამენტო დემოკრატიისთვის შესაბამისი მთავრობის სტრუქტურული მოდელი წარმოადგინა და მას პარლამენტი გაიზიარებს
ზაზა გაბუნია: პრემიერმა საპარლამენტო დემოკრატიისთვის შესაბამისი მთავრობის სტრუქტურული მოდელი წარმოადგინა და მას პარლამენტი გაიზიარებს
14:06 26.06.2018
რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას განცხადებით , სტრუქტურულ ცვლილებებს, რომელიც დღეს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ წარმოადგინა, პარლამენტი მხარს დაუჭრს.

გაბუნიას თქმით, ეს მოდელი შესაბამისია საპარლამენტო დემოკრატიებისთვის და მნიშვნელოვანია, რომ იძლევა ხარჯების დაზოგვის და შრომის ეფექტიანობის ამაღლების შესაძლებლობას.

„საპარლამენტო რესპუბლიკაში სახელმწიფო მექანიზმის ძირითად რგოლს წარმოადგენს პარლამენტი. დღევანდელ განცხადებამდე პრემიერმა იმუშავა სწორედ პარლამენტთან. მის უმრავლესობასთან დაწარმოადგინა მოდელი, რომელიც კონსულტაციებზე იქნა განხილული, ამიტომ ვფიქრობ ამ მოდელს და სტრუქტურას პარლამენტი მხარს დაუჭერს და გაიზიარებს"- აცხადებს ზაზა გაბუნია.

ბეჭდვა