პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ახალი მოადგილე ჰყავს.
ამ პოსტზე ფრაქცია "ძლიერი საქართველოს" წარმომადგენელი, რატი მაისურაძე დაინიშნა.
აღნიშნული თანამდებობა უმცირესობის კვოტით განსაზღვრული ადგილია.
გარდა ახალი მოადგილის დამტკიცებისა, დღეს გამართულ აგრარული კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის 2012 წლის საგაზაფხულო სესიის საზედამხედველო საქმიანობის გეგმა და სოფლის მეურნეობის სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის პროცესის შესახებ ინფორმაცია წარადგინეს.
