ივანიშვილი დარჩენილ 5 რეგიონში მაჟორიტარ კანდიდატებს უახლოეს მომავალში დაასახელებს
ივანიშვილი დარჩენილ 5 რეგიონში მაჟორიტარ კანდიდატებს უახლოეს მომავალში დაასახელებს
11:55 19.07.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველოს 5 რეგიონში, სადაც კოალიციას ჯერ მაჟორიტარი  კანდიდატები არ წარუდგენია, მათ უახლოეს დღეებში დაასახელებს.

ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს თბილისის მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ მოლოდ 5 საარჩევნო ოლქში არ ჰყავს კანდიდატი დასახელებული - ზუგდიდში, მარნეულში, ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ცაგერში. კოალიციამ კანდიდატები სამ რაიონში უკვე შეარჩია, ორზე კი - მსჯელობა გრძელდება.


ბეჭდვა