ბიუროს დღევანდელ სხდომაზე 27-29 ივნისის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განიხილეს.
პარლამენტის საგაზაფხულო სესია მიმდინარე კვირაში პარასკევს დაიხურება. პლენარული სხდომის კვირაში, რიგ საკითხებთან ერთად, დეპუტატები კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან ჰარმონიზაციის მიზნით შემუშავებულ კანონპროექტებსა და სარატიფიკაციო დოკუმენტებს განიხილავენ.
დღესვე, ბიურომ ახალ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით, წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განსაზღვრა და საორგანიზაციო საკითხები განიხილა.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ირმა ინაშვილის ინფორმაციით, ფრაქცია „საქართველოს პარტრიოტებმა“ პარლამენტში შემოიტანეს რეზოლუციის პროექტი, რომელიც 2 ივლისის ბიუროს დღის წესრიგში შევა.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ზვიად ძიძიგურის განცხადებით, პლენარული სხდომა ოთხშაბათს, 12:00 საათზე დაიწყება.
