ალექსანდრიის ბიბლიოთეკას საქართველოში გამოქვეყნებული არაბული მწერლობის ნიმუშები გადაეცა
ალექსანდრიის ბიბლიოთეკას საქართველოში გამოქვეყნებული არაბული მწერლობის ნიმუშები გადაეცა
13:38 25.06.2018
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ალექსანდრე ნალბანდოვი სამუშაო ვიზიტით ალექსანდრიას ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, ალექსანდრიის ბიბლიოთეკას საზეიმო ვითარებაში საქართველოში გამოქვეყნებული არაბი მწერლების ნაწარმოებების თარგმანები, ასევე ქართული ლიტერატურისა და პოლიგრაფიის სხვადასხვა ჟანრის ნიმუშები გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ მომავალში აღნიშნული წიგნები ხელმისაწვდომი გახდება როგორც სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებისთვის, ასევე რიგითი მკითხველისათვის.

ვიზიტის ფარგლებში, ელჩმა შეხვედრები გამართა ალექსანდრიის ბიბლიოთეკის პრეზიდენტ, მუსტაფა ელფაკისთან და ბიბლიოთეკის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროტოკოლის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, შერიფ ერრიადთან. მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე.



ბეჭდვა